მესტიის მუნიციპალიტეტში 100-მდე პირის „პისიარ“-ტესტების პასუხებს ელოდებიან.
დილიდან განახლდა მასობრივი თერმოსკრინინგი. უკვე ხვალიდან კი ლენჯერის თემში განმეორებითი „პისიარ“-კვლევების ჩატარება იწყება. ამასთან, მესტიის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, 21 აგვისტოდან გაიხსნება როგორც ლენჯერის თემის ქვედა ზონა, ასევე დაბა მესტიის ზედა ზონა. ჩაკეტილი დარჩება დაბა მესტია და ლენჯერი, თუმცა ამ ორ პუნქტს შორის მოქალაქეებს გადაადგილება შეეძლებათ. მერის თქმით, ლენჯერის თემის გარდა, განმეორებითი „პისიარ“-ტესტირება დაბა მესტიაშიც დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში მეცხრე დღეა მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ჩაკეტიდან დღემდე მუნიციპალიტეტში 4000-მდე ადამიანია გამოკვლეული.