ეპიდემიოლოგების პროგნოზი გამართლდა.
ნოემბრის ბოლოდან ამოქმედებული შეზღუდვების შედეგად იანვრის ბოლოსთვის საქართველოში ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი საშუალოდ 1 000-ის ფარგლებში მერყეობს. თებერვლიდან შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა თუ რეგულაციები ბიზნესის და მოქალაქეების მხრიდან მკაცრად იქნება დაცული და პირბადეების ტარების მაჩვენებელი 95%-მდე ავა, მაისისთვის ეპიდემიოლოგები დღეში 7-დან 40-მდე შემთხვევას ვარაუდობენ. კიდევ ერთი იმედისმომცემი ინფორმაცია: ვაქცინის პარალელურად ზაფხულში მედიკოსები „კოვიდ-19“-ზე პირდაპირი მოქმედების წამლის დამტკიცებას ელოდებიან. საუბარია პრეპარატ „მოლნუპირავირზე“, რომელიც ახლა კვლევების ფაზაშია.