აჭარაში კოვიდ-19-ის 88 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. განიკურნა 126 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში 360 პაციენტი მკურნალობს, რვა მართვით სუნთქვაზე იმყოფება. კოვიდსასტუმროში 266 ადამიანია მოთავსებული.