ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

ახალი შემთხვევებიდან 139 აჭარაში გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 290 პაციენტი. რეგიონში ინფიცირების კლების დინამიკა ნარჩუნდება. შემთხვევის საერთო რაოდენობა 3108-მდე შემცირდა. 603 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 630 – კოვიდ-სასტუმროებში, 1875 კი ბინაზე. კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში მართვით სუნთქვაზე რჩება 32 პაციენტი.