ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

ბოლო 24 საათში აჭარაში ხუთი ადამიანი გარდაიცვალა. მათგან ორი ბათუმის სამედიცინო ცენტრში, ორი კლინიკა „მედცენტრში“ და ერთი ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა. გარდაცვლილთა ასაკი 45-დან 76 წლამდეა. რეგიონის კლინიკებში 1 019 პაციენტი მკურნალობს. 197-ის მდგომარეობა მძიმეა. 56 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. აჭარაში დღეს, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პირველად, გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობას გადააჭარბა. განიკურნა 623 პაციენტი.

მოამბე