ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა აჭარაშიც. გასული დღე-ღამის განმავლობაში, რეგიონში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა რვა ინფიცირებული. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი – სამედიცინო ცენტრში, ერთი – კლინკა „მედინაში“, ერთი კი, საერთაშორისო ჰოსპიტალში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 62-დან 84 წელია. რეგიონში 928 პირი კლინიკებში მკურნალობს, 1133 კოვიდსასტუმროებში.
სულ აჭარაში 6181 ინფიცირებულია, მათგან 115 მართვით სუნთქვაზე, კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია. ამასთან, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 583 პაციენტი.