მზარდია შემთხვევათა რაოდენობა აჭარაში – რეგიონში ინფიცირების ახალი ფაქტების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილია 551 კოვიდდადებითი პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. მათგან ერთი, ქალაქის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა, აჭარის რეგიონში 4000-ს აჭარბებს, თვითიზოლაციაშია 12 ათასამდე პირი. ბოლო 24 საათის მანძილზე გამოჯანმრთელდა 271 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარაში 6624-ს აღწევს.