ეპიდემიოლოგიური ვითარება აჭარაში

ახალი შემთხვევებიდან სამი აჭარაშია. ორი მათგანი დაკავშირებულია ე.წ. ქობულეთის კლასტერთან. ვირუსი დაუდასტურდა კაფე „ჰავანაში“ უკვე გამოვლენილ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფ ადამიანებს. ჯამში ქობულეთიდან კორონავირუსი დადასტურებული აქვს ხუთ მოქალაქეს. ეპიდემიოლოგიურად გამოკვლეულია და კარანტინში გადაყვანილია 60 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 12 მოქალაქე. „პისიარ“-ტესტირებისთვის სინჯები აღებული აქვს დამატებით 110 პირს. კვლევის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი. ერთ ქალბატონს კი, რომელსაც „კოვიდ-19“ დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორია აქვს.