ერთი გარდაცვლილი, 241 ახალი შემთხვევა და 194 გამოჯანმრთელებული – ასეთია დღევანდელი კოვიდ-სტატისტიკა აჭარაში.
„წითელ ზონაში“ კვლავ რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. 81 წლის მამაკაცი, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ დროისთვის 515 პირი სტაციონარში, 900-მდე კოვიდ-სასტუმროებში, 700-ზე მეტი პირი ბინაზე მკურნალობს.