კვლავ ინტენსიურად მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები აჭარაში. გუშინდელთან შედარებით, რეგიონში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა 14-ით გაიზარდა და 128-ს მიაღწია. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღევანდელი შედეგი 4000 „პისიარ“ ტესტის კვლევის შედეგად გამოიკვეთა. სულ ამ დროისათვის აჭარაში 900-მდე კოვიდინფიცირებულია რეგისტრირებული.
დამატებით ცნობებს რეგიონიდან მერაბ წულუკიძე მოგვაწვდის.