დღეს გამოვლენილი 17 შემთხვევიდან, ყველა პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.
მათგან ყველაზე მეტი ფაქტი სვანეთის კლასტერს უკავშირდება. ლენჯერის თემში, რომელიც დაბა მესტიასთან ერთად, მკაცრ საკარანტინო ზონად რჩება, ბოლო 24 საათში ვირუსი ერთი ოჯახის შვიდ წევრს დაუდასტურდა. ისინი თვითიზოლაციაში იყვნენ, შესაბამისად მათი კონტაქტების წრეც აქ წყდება. თავს ნორმალურად გრძნობს და ინფექცია მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს თვე-ნახევრის ჩვილის შემთხვევაში. მცირეწლოვანის მშობლებთან ერთად, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი ბავშვის ბებიას და ბაბუასაც დაუდგინდათ.