ეპიდემიოლოგების რეკომენდაციები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება შეაფასა და მოქალაქეებს რეკომენდაციებით კიდევ ერთხელ მიმართა. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ურჩევს, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ ოჯახის ექიმს დაუკავშირდნენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პირი ინფიცირებულის კონტაქტია, ის 12-დღიან თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი სამედიცინო პერსონალს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ რისკჯგუფს წარმოადგენს, მეტი სიფრთხილისაკენ მოუწოდებს.