ენზელ მკოიანის განცხადება

პარლამენტის წევრი ენზელ მკოიანი აცხადებს, რომ გიორგი ვაშაძე მას ტელეფონით ემუქრებოდა. მკოიანის თქმით, ვაშაძემ უთხრა, რომ უმჯობესი იქნება თუ მას იმუნიტეტს მოუხსნიან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მისთვის უარესი იქნება.

დეპუტატი ვარაუდობს, რომ ოპოზიცია პროვოკაციებს არჩევნებზე დაფიქსირებული შედეგების გამო აწყობს.