ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ე.წ. სპეცოპერაცია „გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს. რთული წარმოსადგენია, რომ ეს გეგმა ითვალისწინებს უკრაინელი ხალხის შთამაგონებელ თავდაცვას, ნატო-სა და ევროკავშირს შორის სოლიდარობის გაზრდას, მსოფლიოს გაერთიანებას მოსკოვის წინააღმდეგ და კომპანიების უპრეცედენტო რაოდენობას, რომლებმაც რუსეთთან კავშირი გაწყვიტეს, – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „თუ ეს იყო პუტინის გეგმა, მაშინ ის მუშაობს“. რუსეთი არასოდეს ყოფილა ასე იზოლირებული, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ერთიანი“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, როგორც ბლინკენმა აღნიშნა, შეერთებული შტატებისა და მისი ნატო-ს მოკავშირეების მიერ უკრაინაში არასაფრენი ზონის შექმნამ შეიძლება, ევროპაში სრულმასშტაბიანი ომი გამოიწვიოს.