უკრაინას დროთა განმავლობაში ნამდვილად შეუძლია ომის მოგება რუსეთის წინააღმდეგ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა „ბიბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა. ბლინკენის თქმით, უკრაინაში ომი უკვე იმგვარად არ მიდის, როგორც ეს შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაგეგმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა, რაც შეუძლია, ყველაფერი გააკეთოს უკრაინის დასახმარებლად და ასევე, განახორციელოს ზეწოლა რუსეთზე, რათა დასრულდეს ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო.