ამერიკა საქართველოსთან სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას იწყებს. ვის და რა ფორმით შეეხება ის.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვას აანონსებს. ენტონი ბლინკენის განცხადებაში ვკითხულობთ: „რადგან საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს წინააღმდეგობა კანონის მიმართ, ჩვენ დავინახეთ დაშინების კამპანიის აშკარა მინიშნებები და ძალადობა განსხვავებული აზრის ჩასახშობად. ამ ქმედებების საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტს შემოაქვს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა, რომელიც გავრცელდება იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ კანონპროექტს და გადადგამენ ნაბიჯებს ერის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადახედვისას, მომდევნო გადაწყვეტილებებს საქართველოს ქმედებების გათვალისწინებით მივიღებთ“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.