„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონს გამოეხმაურა და კრიტიკული განცხადება გააკეთა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. ენტონი ბლინკენის თქმით, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდან არის გადმოწერილი და აშშ ძალიან ბევრს მუშაობს იმაზე, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამაზე საპასუხოდ. მისივე თქმით, ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება.“ – განაცხადა ბლინკენმა.