სუდანში ცეცხლი გაუხსნეს აშშ-ის დიპლომატიურ ავტოკოლონას, თუმცა, არავინ დაშავებულა – ინფორმაცია ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დაადასტურა. მან თავდასხმას „უგუნური, უპასუხისმგებლო და საფრთხის შემცველი“ უწოდა და თქვა, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ენტონი ბლინკენი დღეს დილით ტელეფონით ესაუბრა სუდანის არმიისა და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მეთაურებს და მათ 24 საათით ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ჯონ კირბიმ კი განაცხადა, რომ ამჟამად არ იგეგმება ამერიკელი პერსონალის ევაკუაცია სუდანიდან და მოუწოდა ყველა ამერიკელს, რომ სიტუაციას „სრული სერიოზულობით“ მოეკიდონ.