„პუტინი უკრაინაში კიევის ზღურბლზე იმყოფებოდა და ცდილობდა წაეშალა ქვეყანა რუკიდან, ახლა მას მოუწია დაეცვა მოსკოვი საკუთარი დაქირავებული ჯარისკაცისგან“ – ეს განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა. ენტონი ბლინკენის თქმით, „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცების ხანმოკლე აჯანყება პუტინის ხელისუფლებაში „ნამდვილ ბზარებს“ ავლენს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ პროგნოზების გაკეთება რთულია. „ძალიან ადრეა იმის თქმა, თუ რა მოხდება შემდეგ, ეს მოძრავი სურათია და ჩვენ ჯერ არ გვინახავს ბოლო მოქმედება რუსეთში.“- აცხადებს ენტონი ბლინკენი.