ენტონი ბლინკენის და სერგეი ლავროვის შეხვედრა 

ამერიკის და რუსეთის პირველი დიპლომატების პირველი შეხვედრა შედგა.

ორ საათიანი მოლაპარაკება ისლანდიაში გაიმართა. ოფიციალური ვაშინგტონი მოსკოვთან პროგნოზირებადი და სტაბილური ურთიერთობისკენ ისწრაფვის, თუმცა ხაზს უსვამს, რომ რუსეთის აგრესიულ ქმედებებს პასუხს გასცემს. მხარეებს შორის უთანხმოების არსებობას ორივე მხარე ადასტურებს, მაგრამ კონკრეტულ სფეროებში თანამშრომლობის აუცილებლობაზეც თანხმდებიან.

სერგეი ლავროვისა და ენტონი ბლინკენის მოლაპარაკებების პარალელურად ცნობილი ხდება, რომ თეთრმა სახლმა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი ორის“ ოპერატორი კომპანიისა და მისი მფლობელის წინააღმდეგ სანქციების ამოქმედებაზე უარი თქვა. გადაწყვეტილებას გერმანიის დადებითი რეაქცია და ამერიკელი კანონმდებლების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.