ენტონი ბლინკენი თურქეთს ეწვევა

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელსა და იორდანიაში ვიზიტების შემდეგ, თურქეთში გაემგზავრა. ბლინკენის თქმით, არცერთი ქვეყანა არ შეეგუება მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას და უპასუხოდ არ დატოვებს ასეთ თავდასხმას. ბლინკენმა რეგიონულ ლიდერებთან ჰუმანიტარული პაუზის აუცილებლობაზე ისაუბრა. თურქეთში ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში კი, ბლინკენი ისრაელსა და ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის დაცვის მნიშვნელობასა და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის აუცილებლობაზე იმსჯელებს. ასევე განიხილავს ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხს, უკრაინის მუდმივ მხარდაჭერას და ნატო-ს ალიანსის ერთიანობის შენარჩუნების აუცილებლობას, მათ შორის შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირებას.