ენმ-ის ყოფილი აქტივისტი ანი წითლიძეს უჩივის

ზუგდიდში, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა აქტივისტმა, ამჟამად ნიკა მელიას მხარდამჭერმა გელა შედანიამ პარლამენტარ ანი წითლიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. გელა შედანიამ შსს-ის ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში სამართალდამცავებს გადასცა სოციალურ ქსელში მისი და ანი წითლიძის მიმოწერის სქრინები. შედანიას თქმით, ანი წითლიძემ მას პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა სოციალურ ქსელში. მას მიაჩნია , რომ ეს არის მელია-ხაბეიშვილის გუნდებს შორის დაპირისპირების გაგრძელება. შედანიას სარჩელთან დაკავშირებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ანი წითლიძე კომენტარს არ აკეთებს.