ენმ დედაქალაქის გენგეგმის განსახილველად ღია დებატების დაწყებას ითხოვს
“ნაციონალური მოძრაობა“ დედაქალაქის გენგეგმის განსახილველად ღია დებატების დაწყებას ითხოვს. ნიკა ვაჩეიშვილის თქმით, საკითხზე ფრაქციის ფორმატში განხილვას გეგმავენ. კერძოდ, ისინი 5 თებერვალს, 14:00 საათზე, თბილისის საკრებულოში დაგეგმილ შეხვედრაზე მერს კახა კალაძეს, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელობას, გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფს, ყველა დაინტერესებულ პირს და სპეციალისტს იწვევენ.