ენგურის ხიდზე ე.წ. გადასასვლელი გაიხსნა

აფხაზეთში მცხოვრებთა ნაწილს უკანონოდ შეზღუდული უფლება აღუდგინეს.

ერთი წლის ჩაკეტილი ენგურის ხიდის ე.წ. გადასასვლელი გახსნილია, თუმცა პირველ ეტაპზე მხოლოდ გარკვეული კატეგორიისთვის. ესენი არიან პენსიონრები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირები და ხანდაზმულები. ეს ნიშნავს, რომ ამ კატეგორიის ადამიანები პენსიების ასაღებად და სხვადასხვა სამედიცინო მომსახურების მისაღებად საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ. რამდენიმე მათგანმა ამ უფლებით უკვე ისარგებლა. რაც შეეხება დანარჩენ მოსახლეობას, ოფიციალური თბილისი განაგრძობს საერთაშორისო ბერკეტების გამოყენებას, რათა გადაადგილების უკანონოდ ჩამორთმეული უფლება დანარჩენ მოქალაქეებსაც აღუდგეთ.

 

თამუნა წიკლაური გაგვაცნობს იმ კოვიდ-რეგულაციებს, რომელთა გავლა აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს მოუწევთ.