ენგურჰესის სარეაბილიტაციო სამუშაოები  

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის მდგომარეობის შესწავლისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მინისტრი წყალსაცავიდან ლამის ამოღების პროცესს დაესწრო და სადერივაციო გვირაბში მიმდინარე ბურღვა-ცემენტაციის სამუშაოები დაათვალიერა. 20 იანვარს ენგურჰესის ხუთივე აგრეგატი სადერივაციო გვირაბში გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების მიზნით გაჩერდა. სარეაბილიტაციო პროცესი 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები აპრილის ბოლოს უნდა დასრულდეს.