„ენგურჰესის“ ექსპლუატაციის ვადა 30 წელში დასრულდება, საქართველოს ენერგოსისტემას კი 40%-იანი დეფიციტი ექნება – შესაბამისი დასკვნა გერმანელმა და ქართველმა მეცნიერებმა, საველე კვლევების შემდეგ დადეს. ექსპერტებმა „ენგურჰესი“ სეისმოლოგიური, გეოლოგიური და გეოდეზიური კუთხით შეისწავლეს. კვლევები 2019 წელს, უახლესი აპარატურით დაიწყო და ის გერმანიის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით ჩატარდა.