ენგურჰესი – ამ კაშხალს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მას შემდეგ, რაც მთავრობამ ეროვნული კატეგორიის ინდუსტრიული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, ენგურჰესის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ბოლო ერთი წელია საქართველოში არსებულ ძალიან ბევრ და საინტერესო ტურისტულ მარშრუტს ენგურჰესიც დაემატა. 2021 წელს ის 1 000-მდე ვიზიტორმა მოინახულა.
რისი ნახვაა შესაძლებელი და რა სამომავლო გეგმები არსებობს ენგურჰესის ატრაქციებთან დაკავშირებით, ნატო ბერულავას რეპორტაჟიდან გავიგებთ.