ენერგოომბუდსმენმა სემეკში 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, მიმართვიანობა დაახლოებით 6-ჯერ მეტია.
წყალმომარაგების სექტორი, საჩივრების რაოდენობის კუთხით, 2017 წელსაც ლიდერობს.
რეგიონებში აქტიურად მოითხოვენ წყალმომარაგების ქსელის განვითარებას და მიწოდების სიხშირის გაზრდას.
2016 წელთან შედარებით იმატა ბუნებრივი გაზის, ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მსურველთა განცხადებებმა, რომლებიც ძირითადად ვადების დარღვევაზე მიუთითებდნენ.
ელექტროენერგეტიკაში, ძირითად პრობლემად რჩება გასულ წლებში დაგროვებული დავალიანება, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ვრცელდება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
საჩივრები აგრეთვე დაკავშირებული იყო რეაბილიტაციის პროცესების გაჭიანურებასთან.
მომხმარებელთა უდიდესი ნაწილი, საზოგადოებრივი დამცველის დიდი ძალისხმევით, გათავისუფლდა ამ ვალდებულებისგან, რაც ჩამოწერილი თანხების ოდენობითაც აიხსნება.
საზოგადოებრივი დამცველის რეკომენდაციების საფუძველზე, კომპანიების მიერ ჩამოწერილმა თანხამ, 2017 წლის განმავლობაში, მილიონ 70 ათას 558 ლარი შეადგინა, ხოლო სემეკის საჯარო სხდომებზე, ენერგოომბუდსმენის შუამდგომლობის საფუძველზე, მილიონ 501 ატას 261 ლარი ჩამოიწერა.