რამდენად დაცულია ქართული ენერგოორგანიზაციები და ობიექტები კიბერ-თავდასხმებისგან – უკრაინაში მიმდინარე ომის და უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს ფონზე, ეს კითხვა კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს. ჯერ კიდევ რვა წლის წინ რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტებს სწორედ ჰაკერული გზით შეუტია. ენერგოსექტორზე კიბერ-შეტევამ კი სისტემის პარალიზება გამოიწვია. ამ კუთხით საფრთხეები და რისკები საქართველოშიც მაღალია
„მოამბე“ დაინტერესდა, 2008 წლის გამოცდილების შემდეგ უსაფრთხოების რა ზომები გატარდა კრიტიკულად მნიშვნელოვანი და სტრატეგიული ობიექტების ჰაკერული თავდასხმებისგან დასაცავად და რამდენად უზრუნველყოფილია მსხვილ ენერგოობიექტებსა თუ ორგანიზაციებში კიბერუსაფრთხოება.