ენერგეტიკული სექტორის განვითარების გეგმა

ელექტროენერგიის წარმოების გაზრდილი მაჩვენებელი.

ახალი სტატისტიკით, წინა წელთან შედარებით გაუმჯობესებულია ექსპორტის მონაცემიც. ენერგეტიკის სფეროს განვითარება და განახლებადი ენერგიის წყაროების მაქსიმალურად ათვისება მთავრობის პრიორიტეტად არის გამოცხადებული. ამ კონტექსტში განსაკუთრებული აქცენტი საქართველოს მონაწილეობით საერთაშორისო პროექტებზე კეთდება. პირველ რიგში იგულისხმება შავი ზღვის წყალქვეშა სადენის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანიდან და საქართველოდან ელექტროენერგიის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. ენერგეტიკოსების გათვლებით, ქვეყანაში ენერგორესურსების მხოლოდ 25%-ია ათვისებული.

როგორ უნდა გაიზარდოს ათვისების და შესაბამისად, ექსპორტის მაჩვენებელი – რეკომენდაციები მარიამ ბერძენიშვილმა მოისმინა.