დღეს ენერგეტიკოსის დღეა. საზეიმო ღონისძიებას, რომელიც სიმბოლურად ისტორიული მნიშვნელობის ჰიდროელექტროსადგურის, „ზაჰესის“ ტერიტორიაზე ტარდება, ენერგეტიკის სექტორის, სამთავრობო უწყებებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ენერგეტიკის დარგში განსაკუთრებული წვლილით გამორჩეული ადამიანები სპეციალური სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდებიან.