10 სექტემბერს ენერგეტიკოსთა დღე აღინიშნება. იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესწრება, რომელმაც ენერგეტიკოსებს დღევანდელი დღე პირადად მიულოცა. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ენერგეტიკაში არსებულ ვითარებასა და სამომავლო პროექტებზეც ისაუბრეს. საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მინისტრმა დღესვე 56 ენერგეტიკოსი დააჯილდოვა.