ემზარ კვიციანის განცხადება

ემზარ კვიციანი ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს წართმეული ქონების დაბრუნებას თხოვს.

კვიციანი ამბობს, რომ ქონების საქმე მის სისხლის სამართლის საქმეს დაურთეს და მიუხედავად გამართლებისა, ქონება არ დაბრუნებია. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განმარტებით, ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.