ცენტრ „ემპათიას“ ექსპერტები კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. ისინი ექს-პრეზიდენტის მდგომარეობას უკვე მეორე დღეა სწავლობენ. კლინიკაში შესვლამდე ცენტრ „ემპათიას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ არსებულ სამედიცინო დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა მას ვერ წარმოუდგენია. ამის მიზეზად კი ის იმ ფაქტს ასახელებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო პერიოდში არ შეცვლილა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი დღეს ასევე ბუბა კიკაბიძემ მოინახულა.