მსოფლიო პანდემია პოპულარული დაჯილდოების ფორმატზეც აისახა.
„ემის“ 72-ე ცერემონიამ ვირტუალურად ჩაიარა. წამყვან ჯიმი კიმელს ღონისძიება ონლაინ-რეჟიმში მიჰყავდა, ის ნომინანტებს სახლებიდან რთავდა.
წლევანდელი დაჯილდოების ერთ-ერთი ფავორიტი მინისერიალი „მცველები“ გახდა, რომელმაც 11 ნომინაციაში გაიმარჯვა. სერიალი „შითს ქრიკი“, კი „ემის“ ისტორიაში პირველი კომედიური შოუ გახდა, რომელმაც ყველაზე მეტი ჯილდო მოიპოვა. ნომინაციების რაოდენობით, წელსაც „ნეტფლიქსი“ და „ეიჩბიოუ“ ლიდერობდნენ.