საფრანგეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის პარტია დამარცხდა.
პირველ ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე პარტია 34%-ით ლიდერობს. 28.1%-ით მეორე ადგილს იკავებს მემარცხენე კოალიცია „ახალი სახალხო ფრონტი“, ხოლო პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა ხმების 20.3% მოიპოვა. რაც შეეხება „რესპუბლიკელებს“, ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, მათ ხმების 10.2% მიიღეს.
საფრანგეთის მოქალაქეები პარლამენტის ქვედა პალატის 577 დეპუტატს აირჩევენ. არჩევნების მეორე ტური 7 ივლისს გაიმართება.