ემანუელ მაკრონის ინტერვიუ

„საფრანგეთს უკრაინის დახმარებისთვის ლიმიტები არ აქვს, ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი“ – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, დღეს უკრაინაში სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე აქამდე, რადგან რუსეთი საომარ ეკონომიკაზე გადავიდა. კითხვაზე, უპასუხებდა თუ არა ვლადიმერ პუტინის ზარს, მაკრონმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტს აუცილებლად გაესაუბრებოდა და მის შეთავაზებებსაც მოისმენდა, რადგან პროცესებში საკუთარ პასუხისმგებლობას გრძნობს. საფრანგეთის პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო სამართლის ბედი დღეს უკრაინაში წყდება.