ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების გასაგრძელებლად ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეჩერებას საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა. ამასთან, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მიმდინარე კვირაში ლიბანის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. კონფერენციის მიზანი ლიბანისთვის ჰუმანიტარული დახმარების მოზიდვა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილში უსაფრთხოების გაძლიერება იქნება.