ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავიდა

„ისრაელი მზად არის გაანადგუროს ქვეყნის მტრები“ – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას განაცხადა. ისრაელის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ითხოვს მძევლების დაუყოვნებლივ და სრულად გათავისუფლებას და არ არსებობს განსხვავება ისრაელის მოქალაქეებსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის. ისააკ ჰერცოგმა ასევე აღნიშნა, რომ ირანი ლიბანში ცეცხლს ეთამაშება. თავის მხრივ საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მძევლების გათავისუფლება და მიზანმიმართული ოპერაციების ჩატარება.