„მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“, – განცხადება ამის შესახებ საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ილაპარაკა და აღნიშნა, რომ აშშ არსებული მდგომარეობით შეშფოთებულია.