ოპოზიციის დღევანდელ ღონისძიებას არ ესწრებოდნენ არც ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, რომლებიც ბოლო დღეებში ხელისუფლებასთან დიალოგის გაგრძელებას ყველაზე აქტიურად უჭერდნენ მხარს. ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების მაგიდასთან საუბარია იმაზე, რომ ქვეყანაში სამომავლოდ უკეთესი არჩევნები ჩატარდეს და პარტიაში მზად არიან, ასეთი შეთანხმების შემთხვევაში, პარლამენტში შევიდნენ.