ოპოზიციის მიერ მაჟორიტარულ ოლქებში ერთიან კანდიდატებზე გამართული მოლაპარაკება ალეკო ელისაშვილისა და გიგა ბოკერიას პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი ხდება.
ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერს ერთპიროვნული გადაწყვეტილებების მიღების მცდელობაში ადანაშაულებს და მის მოქმედებას მიუღებელს უწოდებს. პოლიტიკურ ვაჭრობაში სდებს ბრალს ელისაშვილს გიგა ბოკერია, რომელიც ამბობს, რომ დავით ბაქრაძესთან გამართული მოლაპარაკების დროს ელისაშვილმა თბილისის ორი მაჟორიტარული ოლქი მოითხოვა.