„ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულების დაჯილდოება

საქართველოს პრეზიდენტმა საუკეთესო სტუდენტური თარგმანისთვის „ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. გამარჯვებულები გიორგი ჯამბურია, გიორგი კახიშვილი, ნიკოლოზ სარაჯიშვილი და მათე სარალიშვილი გახდნენ.

ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს მიმართა, მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება უსურვა. კონკურსი 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაარსდა.