ელექტრონული ტექნოლოგიებით არჩევნების ჩატარების მიზნით ცესკო ფართომასშტაბიან საინფორმაციო კამპანიას განაგრძობს.
იმიტირებული არჩევნები, დღეს მეტროსადგურ „თავისუფლების“ ფოიეში მოეწყო, სადაც მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ, ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით, პრაქტიკაში გამოეცადათ როგორ უნდა მიიღონ მონაწილეობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ამომრჩეველთა ინფორმირების პროცესში ჩაერთო, ცესკო-ს თავმჯდომარეც. მისი განცხადებით, კამპანიის ფარგლებში, დაგეგმილია, ელექტრონული საშუალებების პრეზენტაცია, სხვა ხალხმრავალ ადგილებშიც, მათ შორის, იუსტიციის სახლებში, მომსახურების სააგენტოს ფილიალებში, სავაჭრო ცენტრებში, უმაღლეს სასწავლებლებში, საჯარო და კერძო უწყებებში. ამავე მიზნით უკვე მომზადდა საარჩევნო სიახლეების, პროცედურებისა და ტექნოლოგიების შესახებ საინფორმაციო სარეკლამო ვიდეორგოლები.
კამპანია 9 ოქტომბერს დაიწყო და რამდენიმე კვირა გაგრძელდება.