ელექტრონული ნარჩენების მართვის შესაძლებლობების განვითარება – საკითხზე საკონსულტაციო შეხვედრის ფარგლებში იმსჯელეს. საუბარია საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, რომელიც მიმდინარე წლის დეკემბრიდან უნდა ამოქმედდეს. კერძოდ, კოდექსი ითვალისწინებს კონკრეტული პროდუქციის მწარმოებლისა და იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას ადამიანისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო სპეციფიკური ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებაზე. ასევე, კოდექსის თანახმად, ერთ-ერთი მოთხოვნაა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპის დანერგვა საქართველოში.
შეხვედრაზე ასევე წარმოდგენილი იყო ევროპული ქვეყნების გამოცდილება, აღნიშნული მიმართულებებით.