ელექტრონული ბიბლიოთეკის ახალი პლატფორმა უკვე ფუნქციონირებს.
ელექტრონულ რესურსებზე წვდომის მიზნით განათლების სამინისტროსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის მემორანდუმი გაფორმდა. მხარეების განმარებით, ახალ პლატფორმაზე ყველა ელექტრონული რესურსი განთავსდება. მომხმარებელს საშუალება ექნება, ყველა სფეროში არსებული ლიტერატურა თემატურად ჩაშლილ ერთ პლატფორმაზე მოიძიოს. წიგნების, პერიოდული გამოცემების, კარტოგრაფიული მასალების, დისერტაციების, რეფერატების, საარქივო დოკუმენტების და სხვა მასალების მოძიებას დაინტერესებული პირები დარეგისტრირების შემდეგ, ვებ გვერდზე შეძლებენ.