ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ცესკო-ს წარმომადგენლები დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელს ეწვივნენ და პირველი არხის თანამშრომლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ.
შეხვედრის მონაწილებს როგორც კითხვების დასმის, ასევე ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით, იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდათ.
წელს, საპარლამენტო არჩევნები ჩატარება ახალი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არის დაგეგმილი. 26 ოქტომბერს სულ 3030 უბნიდან, 2262 უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით იქნება შესაძლებელი, რაც ამომრჩეველთა 89%-ზე მეტს გულისხმობს. 768 უბანზე კი ხმის მიცემის პროცედურა ტრადიციული მეთოდით გაიმართება.