არჩვენების ელექტრონული წესით ჩატარებამდე ერთ წელზე ოდნავ მეტი რჩება, თუმცა ოპოზიცია, რომელმაც ხმის მიცემის ელექტრონული სისტემის დანერგვას მხარი თავად დაუჭირა, დღეს აცხადებს, რომ საარჩევნო მანიპულაციების რისკი ამ შემთხვევაშიც რჩება. ხელისუფლების ოპონენტები ელექტრონულ საარჩევნო სისტემას უნდობლობას უცხადებენ. რადიო „თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუდან გაირკვა, რომ იგივე პოზიცია აქვს შტატების ელჩსაც. კელი დეგნანის თქმით, არჩევნებზე ელექტრონული სისტემა არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება. როგორც ელჩის, ისე ოპოზიციის არგუმენტები მმართველი გუნდისთვის მიუღებელია, სახელისუფლებო პარტია ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს 2024 წლის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.