„საუკუნის პროექტი“- ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ელექტროენერგიის გადამცემ წყალქვეშა კაბელის პროექტს. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ქვეყანას აქვს შანსი, გახდეს ერთგვარი დერეფანი აზიასა და ევროპას შორის.
ოპოზიციონერი დეპუტატების თქმით, საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ევროპას და ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი დასტურია იმისა, რომ ქვეყნის ევროპული კურსი უნდა გაძლიერდეს.