ელექტროენერგიის მრიცხველები ე.წ. ჭკვიანი მრიცხველებით შეიცვლება 

ჭკვიანი მრიცხველები სახლებში.

ახლადაშენებელი კორპუსების გამრიცხველიანება ახალი სისტემით იწყება. საუბარია იმ ნაგებობებზე, რომლებიც ექსპლუატაციაში პირველი ოქტომბრის შემდეგ შევა. ასეთი კორპუსების ბინადრებს ბინებში ჩეულებრივის ნაცვლად ე.წ. ჭკვიანი მრიცხველები დახვდებათ, რაც ნიშნავს, რომ ადგილზე ინკასატორის მისვლა საჭირო აღარ იქნება. ანუ კომპანია აღრიცხვიანობას ელექტრონულად მოახდენს, დახარჯული ელექტროენერგიის მოცულობის კონტროლი თავად მომხმარებელსაც სპეციალური ვებ-პლატფორმით შეეძლება. ჭკვიანი მრიცხველები ევროპის ქვეყნებში უკვე აპრობირებულ საათობრივ ტარიფებზე გადასვლის მთავარი წინაპირობაა.